ირაკლი ზარქუა PACE-ის განცხადებაზე: მორიგი სამარცხვინო გამოვლინებაა, ის, ვინც ეს განცხადება შეიმუშავა, ჩვეულებრივი ლობისტია – 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უსამშობლოებს და მათ პატრონებს ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა

„აღმოჩნდა, რომ PACE-ში ის განცხადება, ვინც ეს შეიმუშავა, ნაცების და ვაშაძის მეგობარია. ვაშაძეს რა ავტორიტეტი აქვს, დაახლოებით იგივე ავტორიტეტის მქონეა ის კაცი იქაც. იმდენად შელახული აქვს ავტორიტეტი შეზღუდული აქვს გადაადგილება და ამერიკაშიც არ უშვებენ. ერთი პერიოდი ინტერპოლით იძებნებოდა და ეს კაცი, რასაც დააფინანსებ და დაავალებ, იმას დაწერს. ჩვეულებრივი ლობისტი და მექრთამეა“- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუა აცხადებს, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო თავისუფალია და 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს უსამშობლოებს და მათ პატრონებს ქვეყნის უმრავლესობა.

„მორიგი სამარცხვინო გამოვლინება ამ მესიჯ ბოქსის. ის, ვინც ეს განცხადება გააკეთა და შეიმუშავა, ის არის ჩვეულებრივი ლობისტი, სააკაშვილის მეგობარი, ესტონეთის საგარეო მიმართულებით იყო ყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც ახლა არის ევროსაბჭოში. 624 კაციდან 24-მა დაუჭირა მხარი. ასეთი სამარცხვინო განცხადება შეიმუშავეს, რომ ვინც არის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იმან საერთოდ არც მიიღო და ხელი არ მოუწერა და ეს შემოგვასაღეს, რომ თურმე ევროსაბჭოს დელეგაცია შეშფოთებულია. როგორც არასდროს ისე არის ჩვენი წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი, მედია თავისუფალია, ყველა უსამშობლო ვინც იყო ამ ქვეყანაში, ყველას მიეცა შესაძლებლობა პარტია შეექმნა თუ გაერთიანება და უტევენ ქვეყნის სუვერენიტეტს და ქვეყნის თავისუფლებას. ასეთი თავისუფლება არასდროს ჰქონია ამ უსამშობლოებს და აგერ არის ბურთი და მოედანი. თუ დაარწმუნებენ საქართველოს მოსახლეობას, რომ ლგბტ პროპაგანდა არის სწორი არჩევანი, რომ მეორე ფრონტის გახსნა სწორია, რომ ჩვენ ცალ ფეხზე უნდა ვიხტუნოთ და ისე უნდა გავერთიანდეთ, ელაპარაკონ აბა თუ მიიღებენ. 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უსამშობლოებს და მათ პატრონებს ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Back to top button