დავით ქართველიშვილი: ამერიკელი ელჩების პრობლემა ის კი არაა, რომ ჩვენი ისტორია და ადათ-წესები არ იციან, ისინი ჩვენში მაქსიმუმ იმ პაპუასებს ხედავენ, რომლებსაც განადგურების წინ ცოლ-შვილს გაუუპატიურებენ, ხოლო ტომის „ბედნიერ“ ბელადს ცარიელ ბოთლს აჩუქებენ

„აშშ-ს ელჩმა როგორც იქნა ახსნა, თუ რატომ გააუქმეს ამერიკაში მყოფი ირაკლი კობახიძისთვის ოფიციალურ ვახშამზე მოსაწვევი. თურმე 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამერიკის ელჩი “წითელ ხაზებს უახლოვდება. ეს გზავნილი კი ვაშინგტონმა პირდაპირ მუქარად მიიღო და კობახიძე არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ამერიკელებისთვის უზრდელობა და უხამსობა – ამერიკული ტრადიციული ქცევის კოდექსია.

„პრინციპში რატომ გვიკვირს. 2026 წელს აშშ-ს აქვს მრგვალი თარიღი – დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ რაღაც 250 წელი. მათ შორის – ამერიკელი აბორიგენებისაგან მიღწეული დამოუკიდებლობის. ქვეყანაში, სადაც მე-19 საუკუნის გმირის, გენერალ შერიდანის ცხოვრებისეული კრედო იყო: “კარგი ინდოელი – მკვდარი ინდოელი” – ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელზე“ საუბარი, მგლის თავზე სახარების კითხვის ტოლფასი ქმედებაა.

როგორ გინდა იმ ქვეყნის შვილს, სადაც სტუმრებმა მასპინძლები ფიზიკურად ამოხოცეს – საქართველოს 30-საუკუნოვან ისტორიაზე ესაუბრო. ყოველთვის ვიძახდი, ამერიკელი ელჩების ძირითადი პრობლემა ის კი არ არის, რომ მათ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ადათ-წესები არ იციან. ჩვენი ისტორია და ტრადიციები აპრიორი მიუღებელია მათთვის. ისინი ჩვენში მაქსიმუმ იმ პაპუასებს ხედავენ, რომლებსაც განადგურების წინ ცოლ-შვილს გაუუპატიურებენ, ხოლო ტომის „ბედნიერ“ ბელადს ცარიელი ბოთლით დაასაჩუქრებენ.

აშშ-ს ელჩმა როგორც იქნა ახსნა, თუ რატომ გააუქმეს ამერიკაში მყოფი ირაკლი კობახიძისთვის ოფიციალურ ვახშამზე მოსაწვევი. თურმე 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამერიკის ელჩი “წითელ ხაზებს უახლოვდება”. ეს გზავნილი კი ვაშინგტონმა პირდაპირ მუქარად მიიღო და კობახიძე არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანა. რა სტუმარმასპინძლობა, მათთვის ეს უზრდელობა და უხამსობა – ამერიკული ტრადიციული ქცევის კოდექსს წარმოადგენს. წარმომიდგენია, როგორ ვეზიზღებით ჩვენც და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებიც. მოუწევთ მათთან შეგუება – არაბების, მონღოლების, ოსმალების, რუსების მსგავსად,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Back to top button