ერთადერთი დესტაბილიზაციის წყარო სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფია, მშვიდად უნდა ვიყოთ ყველა, სიტუაცია სრულად კონტროლის ქვეშ არის, ხვალ კიდევ ერთხელ ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები და ამით რეალურად ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების” მმართველობა ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია არც ომი, არც არეულობა და არც რაიმე კონფლიქტი.
„პირდაპირ ვთქვათ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში გავიარეთ არაერთი არეულობა, მძიმე შეცდომა ჩავიდინეთ ჩვენ ყველამ, ჩვენმა საზოგადოებამ. გვქონდა სამოქალაქო დაპირისპირება, ომები, ათასი უბედურება, მათ შორის დიქტატორის გამოცდილებაც მივიღეთ და შედეგად მივიღეთ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, მათ შორის ტერიტორიების დაკარგვა, ოკუპაცია, ადამიანების ჩაგვრა, წამება და უამრავი უბედურება. აქედან გამომდინარე, მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნების” მმართველობა ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია არც ომი, არც არეულობა, არც რაიმე კონფლიქტი, გარდა შიდა დესტაბილიზაციის მცდელობისა, რომელიც მომდინარეობს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან- ეს არის „ნაციონალური მოძრაობა”. რეალურად, რა თქმა უნდა, ერთადერთი დესტაბილიზაციის წყარო არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. შესაბამისად, მინდა ჩვენს ამომრჩეველს და მოსახლეობას ვუთხრა, რომ აბსოლუტურად მშვიდად უნდა ვიყოთ ყველა, სიტუაცია არის სრულად კონტროლის ქვეშ, ხვალ კიდევ ერთხელ ჩავატაროთ სამაგალითო მეორე ტურის არჩევნები და ამით რეალურად ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.