„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ის სამარცხვინოა და თავიდან ბოლომდე ანგრევს ევროპარლამენტის ავტორიტეტს.
ნიკოლეიშვილის შეფასებით, ასეთი დამოკიდებულებით ევროპარლამენტი თავს ირცხვენს.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია რომ სამარცხვინოა და თავიდან ბოლომდე ანგრევს ევროპარლამენტის ავტორიტეტს, ამაში ღირსების მქონე ნებისმიერ ადამიანი დამეთანხმება. ავიღოთ თუნდაც ორი პუნქტი, რომელთაგან ერთში მოითხოვენ, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ, ოღონდ, ალბათ, დაზუსტება მაინც საჭირო იქნებოდა, თან სანქციები დავუწესოთ და მათსავით განვაგრძოთ რუსეთთან სავაჭრო და ბიზნესურთიერთობები, თუ მხოლოდ სანქციები. მეორე კი სააკაშვილის განთავისუფლების პარალელურად, სტრასბურგის ევროპულ ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც უნდა მივმართოთ, რომ მათ არ ვეთანხმებით სააკაშვილი ბრალეულობების დამტკიცებაში, ამავდროულად უცხო ქვეყნიდან არალეგალურად შემოპარვასაც, მგონი შემდეგნაირად უნდა ჩამოვაყალიბოთ – „უცხო ქვეყნიდან საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე, ჯილდოვდება მედლით ან ორდენით (გააჩნია, როგორ შემოიპარება!)”. ასეთი დამოკიდებულებით, ევროპარლამენტი თავს კი ირცხვენს, მაგრამ ამავდროულად ჩვენს ხალხს აჩვენებს, თუ რას სახის ფარისევლობასთან და შანტაჟთან გვაქვს საქმე, ლუსტრაციის ამ საჩუქრისთვის პატარა მადლობა მათ”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.