ნინო ფოჩხუა: ქართული ოპოზიცია და „ენჯეოები“ როგორ წარმოიდგენენ ისეთ საქართველოს, სადაც ქართული კანონმდებლობა მოქმედებს, ასე გამოზარდეს უცხოელმა პატრონებმა, რომ მთავარია პატრონების სიტყვა და მონური მორჩილება, გიბრძანებ – შეასრულე!

ექსპერტი ნინო ფოჩხუა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა, რომ ოპოზიციას და „ენჯეოებს“ წარმოუდგენიათ არა ისეთი საქართველო, სადაც ქართული კანონმდებლობით იმოქმედებენ, არამედ საქართველო, სადაც უცხო ქვეყნის ელჩის სიტყვაა კანონი.

ფოჩხუას თქმით, ისინი სწორედ ასე გაზარდეს უცხოელმა პატრონებმა, რომ რასაც უბრძანებენ, ის უნდა შეასრულონ. თუმცა, მისივე განცხადებით, დღეს, როცა ქვეყანა დაადგა ნამდვილი დამოუკიდებლობის გზას, ყველას მოუწევს იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით.

„ქართული ოპოზიცია და „ენჯეოები“ როგორ წარმოიდგენენ ისეთ საქართველოს, სადაც ქართული კანონმდებლობა მოქმედებს, როცა იციან კი არა და წარმოდგენაც არ აქვთ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობაზე. ასე გამოზარდეს უცხოელმა პატრონებმა, ასე ასწავლეს, რომ არანაირად არ არის კანონების ცოდნა საჭირო, მთავარია პატრონების სიტყვა და მონური მორჩილება, გიბრძანებ, შეასრულე! ამაში იხდიან იმ მილიონებს რასაც დღემდე აყვედრიან საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ეს ადრე იყო. დღეს, როცა ქვეყანა დაადგა ნამდვილი დამოუკიდებლობის გზას, ყველას მოუწევს იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობით, რადგან მიუხედავად უპრეცედენტო ზეწოლისა, დღევანდელი ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს და, რაც მთავარია, ქართველი ხალხის უმრავლესობა მის გვერდით დგას“, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Back to top button