
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გუშინ სტრასბურგში, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ქართველებს შეგვახსენეს სტალინი! თავმჯდომარე მეცოლას ვურჩევდი კოლეგებს შეახსენოს – გერმანელებს ჰიტლერი! იტალიელებს მუსოლინი! ფრანგებს ვიში! ესპანელებს ფრანკო! პორტუგალიელებს სალაზარი! ჰოლანდიელებს მიუსერტი! ბელგიელებს დერგელი!“ – წერს ხაინდრავა.