რას სთავაზობს ბიზნესს სტამბა „სეზანი“?

ციფრული არხების სიმრავლის მიუხედავად, ბეჭდური მასალა ბრენდებისთვის კვლავ აქტუალურია. კატალოგის, შეფუთვისა და საოფისე ნივთების მეშვეობით მომხმარებელი ბრენდს უშუალოდ ეცნობა და მის ვიზუალურ ნიშნებს უკეთ იმახსოვრებს. ამიტომ კომპანიები ამ ტიპის ბეჭდურ პროდუქციას მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის დღემდე აქტიურად იყენებენ.

ბეჭდური პროდუქციის დასამზადებლად ხშირად მიმართავენ „სეზანს“, რომელიც 1993 წლიდან საქმიანობს და საქართველოში პირველი კერძო ოფსეტური სტამბაა.

რა სახის პროდუქციას ამზადებს „სეზანი“?

„სეზანი“ ბეჭდავს წიგნებს, ჟურნალებს, კატალოგებსა და კალენდრებს, ხოლო ყდის ტიპს დამკვეთი გამოცემის ფორმატისა და დანიშნულების მიხედვით ირჩევს. ხელმისაწვდომია მყარი, რბილი და დრეკადი ყდები. მისი მომსახურებით სარგებლობენ კომპანიებიც, რომლებიც სარეკლამო და სასაჩუქრე მიზნებისთვის კორპორაციულ ბლოკნოტებსა და ბრენდირებულ ნივთებს უკვეთავენ.

სტამბა თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოცემებთან, მათ შორის National Geographic-სა და Forbes-თან. ამ მასშტაბის გამოცემებთან მუშაობა გუნდის გამოცდილებასა და დიდი პროექტების შესრულების უნარს უსვამს ხაზს.

მოთხოვნად მომსახურებებს შორისაა სასაჩუქრე ყუთების დამზადებაც. გუნდი ქმნის მაგნიტურ, დასაკეც და არასტანდარტული ფორმის მოდელებს, რომელთა ზომა და კონსტრუქცია შესაფუთი ნივთის მიხედვით განისაზღვრება. დასამზადებლად ხარისხიანი ქაღალდი გამოიყენება, ზედაპირზე კი შესაძლებელია ლოგოს, ინდივიდუალური გრაფიკული გამოსახულების ან QR კოდის დატანა.

30 წელზე მეტი გამოცდილების წყალობით, „სეზანში“ ნებისმიერი სირთულის ბეჭდური პროდუქციის დამზადებაა შესაძლებელი. წიგნის, ჟურნალის, კატალოგის, ფლაერის, სავიზიტო ბარათისა თუ სასაჩუქრე შეფუთვის დამზადების სრულ პროცესს სტამბა თავად უძღვება.

იმისთვის, რომ საბოლოო პროდუქტი წინასწარ შეთანხმებულ მოთხოვნებს შეესაბამებოდეს, დამკვეთი სამუშაოს დაწყებამდე კონსულტაციას გადის და საცდელ ნიმუშს ეცნობა. სრული ტირაჟის ბეჭდვა მხოლოდ ნიმუშის დამტკიცების შემდეგ იწყება.

სასაჩუქრე ჩანთები დამზადებისას გამოიყენება მკვრივი ქაღალდი, სახელურისთვის კი დამკვეთს თოკისა და ლენტის არჩევა შეუძლია. სასურველი ვიზუალის მისაღებად გამოიყენება მქრქალი, პრიალა ან ხავერდოვანი ლამინირება, ასევე ფოლგირება და რელიეფური ლოგო. დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე cezanne.ge, ხოლო სტამბასთან დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 032 235 70 02.

Back to top button