ირაკლი კობახიძე: სინამდვილეში, არავითარი ზღვარი არ არსებობს გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობას” შორის, ყველა ეს პარტია ერთობლიობაში შეადგენს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას”, ამიტომ საზოგადოებამ ყველას ერთად უნდა უთხრას უარი 26 ოქტომბერს

გახარიას პარტიას აქვს კოალიცია შექმნილი „ნაცმოძრაობასთან” 4 მუნიციპალიტეტში, ამაზე მჭიდრო კავშირი არ შეიძლება პოლიტიკაში არსებობდეს ორ პარტიას შორის, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ეს პარტია ერთობლიობაში შეადგენს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას”, რასაც საზოგადოებამ უნდა უთხრას უარი 26 ოქტომბერს.

„ამ კავშირს არავითარი დამატებითი მტკიცებულება, პრინციპში, არ სჭირდებოდა – გახარიას პარტიას აქვს კოალიცია პირდაპირ შექმნილი „ნაცმოძრაობასთან”, 4 მუნიციპალიტეტში. ამაზე მჭიდრო კავშირი არ შეიძლება პოლიტიკაში არსებობდეს ორ პარტიას შორის. თუმცა ის ფაქტი, რომ სიის მეორე ნომერი არის ადეიშვილის პროკურორი, ფაქტი, რომ სიის ათეულში ჰყავს თავის დროზე ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, მერაბიშვილის კადრი ჰყავს ათეულში და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი ზღვარი არ არსებობს სინამდვილეში გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობას” შორის. ყველა ეს პარტია ერთობლიობაში შეადგენს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას”, ამიტომ საზოგადოებამ ყველას ერთად უნდა უთხრას უარი 26 ოქტომბერს,”- განაცხადა პრემიერმა.

Back to top button