საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკუთარი არჩევანი გლდანის საარჩევნო ოლქის 74-ე უბანზე გააკეთა.
,,ხმა მივეცი არა რევოლუციას, არა დესტრუქციას, არამედ სტაბილურობას, სიმშვიდეს და ქვეყნის განვითარებას. ეს არის პრინციპული არჩევნები, ამიტომ მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, თითოეულ თბილისელს მოვუწოდო არჩევნებში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ დესტრუქციაზე, ხმა მივცეთ ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ქალაქისკიდევ უფრო გალამაზებას და გამწვანებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.