არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე: ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია

ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების და სხვა სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე

გორდულაძის თქმით, სადამკვირვებლო მისია დადებითად აფასებს ცესკოს მუშაობას, რასაც მმართველი გუნდიც იზიარებს.

მისივე განცხადებით, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ შუალედური ანგარიში ასახავს იმ პროგრესს, რაც საარჩევნო სიას, დავების მოგვარებას, ამომრჩევლებისა და კანდიდატების უფლებებს და რეგისტრაციას ეხება.

„ეუთო-ოდირი ხაზს უსვამს, რომ ცესკო ყოველგვარი ვადის დაცვით, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიების წარმოებით მართავს პროცესს. ოდირი მიესალმება ცესკოს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ამომრჩევლების ინფორმირებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გამარტივებას და მათ ეფექტიან გამოყენებას. ჩვენც სრულად ვიზიარებთ ცესკოს პროფესიონალიზმსა და ინსტიტუციურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიტიურ შეფასებებს.

მისასალმებელია ასევე, რომ შუალედური ანგარიში ასახავს იმ დადებით პროგრესს სამართლებრივი თუ პრაქტიკული განვითარებებისა, რაც ეხება საარჩევნო სიას, საარჩევნო დავების მოგვარებას, ამომრჩევლების და კანდიდატების უფლებებსა და რეგისტრაციას“, – აღნიშნა გორდულაძემ.

Back to top button