ირაკლი კობახიძე: როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, ეს აუცილებლად იქნება მომავალ წელს, გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან, შესაბამისად, აღარავის ემახსოვრება ასეთი უსამართლო რეზოლუციები

ჩვენთვის არის მთავარი ერთი რამ – როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი და ვფიქრობთ, ეს იქნება აუცილებლად მომავალ წელს, გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, შესაბამისად, აღარავის ემახსოვრება ასეთი უსამართლო რეზოლუციები, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე იქნება შემხვედრი ნაბიჯები, როგორც ევროკავშირის სტრუქტურებისგან, ისე აშშ-სგან.

„აუცილებლად უნდა გადაიტვირთოს საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები და მე მგონია, რომ როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს როგორც ევროკავშირის სტრუქტურებისგან, ისე აშშ-სგან,”- განაცხადა პრემიერმა.

Back to top button