მამუკა წოწერია, რომელმაც ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა აცხადებს, რომ ყველას მერი იქნება მიუხედავად პოლიტიკური განწყობებისა.
„მეორე ტურის არჩევნები ზუგდიდში დასრულდა ზუგდიდელებისა და „ქართული ოცნების” კანდიდატების გამარჯვებით. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ზუგდიდელებს ამ უდიდესი მხარდაჭერისთვის.
ზუგდიდის მერობა ჩემთვის არის უდიდესი პატივი, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა კეთილმსახურებისა.
როგორც მერი, მე გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენგანის მეგობარი, მსახური, მიუხედავად პოლიტიკური განწყობებისა. კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას. ჩვენ ახლა გვჭირდება მშვიდობა, ჩვენ ახლა გვჭირდება ემოციების დაცხრობა და იწყება მთავარი- მუხლჩაუხრელი შრომა ჩვენი ზუგდიდის კიდევ უფრო განვითარებისთვის.” განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა წოწერიამ.
მეორე ტურში, მერის არჩევნებთან ერთად ზუგდიდის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებიც მიმდინარეობდა, სადაც ხმათა უმრავლესობით გამარჯვება ქართული ოცნების კანდიდატმა ირაკლი ჯანაშიამ მოიპოვა.