დუისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელდარ ბაღაკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოლიდური უპირატესობით დაამარცხა.
დუისის მე-5 საარჩევნო უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ 341 ხმა მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ – 184 ხმა; 26-ე საარჩევნო უბანზე – „ქართული ოცნება“ – 338 ხმა, „ნაციონალური მოძრაობა“ – 240 ხმა.
ჯამში დუისში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 679 ხმა, ნაციონალურმა მოძრაობამ კი – 424 ხმა.