აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს გამარჯვება მიულოცა. მან ამომრჩევლებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“გილოცავთ გამარჯვებას!
მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
მადლობა, რომ კიდევ ერთხელ გვანდეთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის ხვალინდელი დღე.
მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება სიძულვილს დავუპირისპიროთ – სიყვარული, უკუსვლას – პროგრესი, ღირსების შელახვას – ერთმანეთის პატივისცემა.
ვულოცავ არჩილ ჩიქოვანს და ზაზა დიასამიძეს მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას.
ბათუმმა დიდი ტრაგედია გადაიტანა და ჩვენს ქალაქს არ მოუშუშებია ეს დიდი ტკივილი. ზუსტად ვიცით ის გამოწვევები და პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ გადასაჭრელია და მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი შემართებით, თავდაუზოგავად გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ქალაქებზე, სოფლებსა და დაბებზე. ერთად ყველაფერს შევძლებთ. გილოცავთ ღირსეულ გამარჯვებას! – წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.