შალვა პაპუაშვილი: 2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 მილიარდი ლარი ჩაიდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოფლის მეურნეობის სექტორში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.

„2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 000 000 000 ლარი ჩაიდება

2028 წელს მივაღწევთ:

აგრობიზნესის გამოშვებას – 24 000 000 000 ლარი;

სოფლის მეურნეობის ექსპორტს – 2 300 000 000 ლარი;

ბოლო 12 წლის განმავლობაში:

აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა – 7,6 მლრდ ლარიდან 16,6 მლრდ ლარამდე

სოფლის მეურნეობის ექსპორტი გაიზარდა – 511 მლნ ლარიდან 1,44 მლრდ ლარამდე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Back to top button