შსს-მ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომანქანა, რომლითაც ნაცმოძრაობის აჭარის ლიდერები გადაადგილდებოდნენ და „ქართული ოცნების“ ბანერებს ანადგურებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომანქანა, რომლითაც „ნაცმოძრაობის“ აჭარის ლიდერები გადაადგილდებოდნენ და „ქართული ოცნების“ ბანერებს ანადგურებდნენ.

კერძოდ, 16 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა, მამუკა ჯევაიშმა თანმხლებ პირებთან ერთად დააზიანა „ქართული ოცნების“ ორი საარჩევნო ბილბორდი.

„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბმა აღნიშნულის შესახებ შეტყობინება 112-ს გადასცა. შეტყობინების საფუძველზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაიწყო.

Back to top button