„ქართული ოცნების” დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ჯგუფ „მგზავრების” ვიდეოს აზიარებს, სადაც ისინი რუსეთში გასამართ კონცერტებს აანონსებენ.
შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ვიდეო 2008 წლის მოვლენების შემდეგ არის გადაღებული, „მგზავრებს” კი ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ.
„2008 წლის მოვლენების შემდეგ. ევროპა, არა? ვაააჰ ! ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ“, – წერს თენგიზ შარმანაშვილი.
ჯგუფმა „მგზავრებმა” 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკის გახსნასთან დაკავშირებით გასამართი კონცერტი იმ მოტივით გააუქმა, რომ ყველა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშზე უნდა წავიდეს.