გია აბაშიძე: გულწრფელი წამოცდენაა ნინო ლომჯარიასგან, ლომჯარიასნაირი ანგარებიანი მონა-მოქალაქეები სხვებზე მანიპულირებენ და ცრუ მოლოდინებს უქმნიან მიმდევრებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის გამართულ მარშზე ნინო ლომჯარიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს აქციაზე იწვევს და წამოცდენით სიტყვა – „მონას” ამბობს.

„გულწრფელი წამოცდენაა ნინო ლომჯარიასგან, რაც ახასიათებთ „ნაცბაბლის“ ტრაგიკომიკურ სპიკერებს. ლომჯარიასნაირი ანგარებიანი მონა-მოქალაქეები კი სხვებზე მანიპულირებენ და ცრუ მოლოდინებს უქმნიან მიმდევრებს. 26 ოქტომბრის სამართლიან საზოგადოებრივ ვერდიქტამდე რამდენიმე დღე დარჩა“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Back to top button