ზუგდიდში, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის შესაბამისად, 7 საარჩევნო უბნის ბიულეტენებს ითვლიან. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაიკარგა 51-ე უბნის ბათილი ბიულეტენები და გაკეთდა კიდეც შეფასებები, რომ ასეთი ტენდენცია შესაძლოა სხვა უბნებზეც განმეორდეს.
“საარჩევნო ადმინისტრაციამ ოპერატიულად მოიკვლია ინფორმაცია და როგორც გაირკვა 51-ე უბნის 11 ბათილი ბიულეტენი დალუქული სახით ადგილზე იყო, თუმცაღა დოკუმენტაციის დახარისხების დროს არ გადაუტანიათ იმ სამუშაო მაგიდაზე, სადაც აღნიშნული უბნის მონაცემების გადათვლა მიმდინარეობდა.
მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, დეტალურად გადაამოწმონ ინფორმაცია ხმის გადათვლის პროცედურებთან მიმართებაში” – აცხადებენ ცესკო-ში.