ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამისათვის მთავრობამ საგანგებოდ გამოყო ყოველწლიური დამატებითი თანხა ბიუჯეტში, რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას.
„ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამისათვის ჩვენ საგანგებოდ გამოვყავით ყოველწლიური დამატებითი თანხა ბიუჯეტში, რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება იმისათვის, რომ კულტურის მიმართულება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს”, – განაცხადა პრემიერმა.