“უღრმესი მადლობა ჩვენს ასიათასობით მხარდამჭერს, რომელმაც გუშინდელ, თბილისის შემაჯამებელ აქციაზე გამარჯვების უდიდესი მუხტი დადო!”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძე აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი მორიგი, ღირსეული გამარჯვებისთვის ემზადება.
“26 ოქტომბერს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს მშვიდობის, ღირსების და კეთილდღეობის, ჩევენი სამშობლოს ჭეშმარიტი ევროპული, ტრადიციული, ქრისტიანული მომავლის დასაცავად!
რაც შეეხება მეორე, უსამშობლო აგენტების მხარეს – ისეთი პანიკა აქვთ, აგონიაში მყოფები დავალებას იძლევიან, საპროტესტო მუხტი გვჭირდება და იქნებ რაიმე სახის აქციების ჩატარება მოვახერხოთო.
ქართველი ხალხი მორიგი, ღირსეული გამარჯვებისთვის ემზადება და ისინი – წინასწარ ჩავარდნილი აქციებისთვის.
რა დროს აქციებია, გემს მიხედონ, ჩამოეშალათ აგენტურა”, – წერს მდინარაძე.
ცნობისთვის, გუშინ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა. მოქალაქეებს სიტყვით მმართველი გუნდის ლიდერებმა მიმართეს.