ლევან ნიკოლეიშვილი: ეს ხალხი, გვარამიას და რადიკალური ოპოზიციის შეკრებაზე რომ ტაშს უკრავს დამნაშავეებს, ყველა მათგანი თანამონაწილეობს მათი კრიმინალი ლიდერების დანაშაულში, არავინ იფიქროს, რომ ეს დაუსჯელი დარჩება

„ეს ხალხი, გვარამიას და რადიკალური ოპოზიციის შეკრებაზე რომ ტაშს უკრავს დამნაშავეებს, ყველა მათგანი იზიარებს და თანამონაწილეობს მათი კრიმინალი ლიდერების დანაშაულში“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ადამიანები, ვინც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელ დამნაშავეებს უკრავენ ტაშს, დაუსჯელები არ დარჩებიან და კრიმინალებისთვის ხმის მიცემა არ შერჩებათ. როგორც ნიკოლეიშვილი წერს, უკლებლივ ყველას მოუწევს სისხლის სამართლის კოდექსით პასუხისგება.

„ეს ხალხი, გვარამიას და რადიკალური ოპოზიციის შეკრებაზე რომ ტაშს უკრავს დამნაშავეებს, ყველა მათგანი იზიარებს და თანამონაწილეობს მათი კრიმინალი ლიდერების დანაშაულში. არავინ იფიქროს, რომ ეს ყველაფერი დაუსჯელი დარჩება. არავინ იფიქროს, რომ ხალხის მასაში გაძვრებიან და შერჩებათ კრიმინალებისთვის ხმის მიცემა. ყველას, სათითაოდ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია და უკლებლივ ყველა მათგანს მოუწევს სისხლის სამართლის კოდექსით პასუხისგება თანამონაწილეობის გამო. ძალიან მალე, აუცილებლად ძალიან მალე არჩევნებიდან დადგება ეს დღე და ყველა სახელებით და გვარებით მოხვდება სამართლიან სამსჯავროზე!“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Back to top button