ჩარევის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობამ ნათლად აჩვენა, რა სურს, მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს პატრიოტებს, ოჯახებს, არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო Facebook-ზე წერს.
„კარგია, გილოცავთ! ევროკავშირში ჩვენი თავმჯდომარეობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, შემდგომში, ჩვენ ჩვენს ქართველ მეგობრებს ყველანაირ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ მათი ევროინტეგრაციის მცდელობებში წარმატებისთვის“, – წერს სიიარტო.