„დასავლური მედიის (Reuters, BBC და სხვა) პირველი რეაქციები ჩვენს არჩევნებზე, კარგად აჩვენებს თუ როგორ სურთ იქ საზოგადოებრივი აზრის მოდელირება და პოლიტიკის მკეთებლებზე ზეგავლენა, იმ მიმართულებით, რომ „ქ/ოცნების“ გამარჯვებით თითქოს საქართველოს პროევროპული მოსახლეობა დამარცხდა“, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
მანვე აღნიშნა, რომ ქართველი არასოდეს დათანხმდება რუსეთისკენ გეოპოლიტიკურ ბრუნს.
მისივე თქმით, დასავლური მედიის ეს პირველი გასროლები ქართველების მიმართ მალე სარაკეტო დარტყმებში გადაიზრდება, რომ რადიკალური ოპოზიციის აქციებს დასავლეთში ლეგიტიმაცია შესძინონ.
„დასავლური მედიის (Reuters, BBC და სხვა) პირველი რეაქციები ჩვენს არჩევნებზე, კარგად აჩვენებს თუ როგორ სურთ იქ საზოგადოებრივი აზრის მოდელირება და პოლიტიკის მკეთებლებზე ზეგავლენა, იმ მიმართულებით, რომ “ქ/ოცნების” გამარჯვებით თითქოს საქართველოს პროევროპული მოსახლეობა დამარცხდა.
ამ ყველაფრის მიზანია დასავლურ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში “ალარმისტული”(საგანგაშო) განწყობების დათესვა, რომ საქართველოში დასავლეთი დამარცხდა, რუსეთი ბრუნდება და ა.შ.
ყველა მეტ-ნაკლებად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ რუსეთის “დაბრუნება” საქართველოში, როგორც მათ სურთ შემოგვაჩეჩონ, უბრალოდ შეუძლებელია, თუნდაც იმ მოკლევადიანი სარგებლის მეშვეობით რაც ჩვენმა ეკონომიკამ და მოსახლეობის ნაწილმა აქ ჩამოსული რუსი რელოკანტებისგან მიიღო.
ვერავითარი ეკონომიკური სარგებელი ვერ გადაფარავს იმას, რის გამოც საშუალო სტატისტიკურ ქართველს არ სურს რუსეთთან მიბრუნება. საქართველოში ამის სერიოზული სოციალური ბაზა უბრალოდ არ არსებობს. თუ ჩემი არ გჯერათ, გაეცანით ბოლო 15 წლის მანძილზე ჩატარებულ NDI/IRI გამოკითხვებს. საშუალო სტატისტიკური ქართველი სსრკ-ს დროს ვერ იტანდა რუსეთს, მაგრამ უარს არ ამბობდა იმ სოციალურ-ეკონომიკურ ბენეფიტებზე, რასაც იქიდან იღებდა, და არც ახლა იტყვის. თუმცა, არასოდეს დათანხმდება რუსეთისკენ გეოპოლიტიკურ ბრუნს.
დასავლური მედიის ეს პირველი გასროლები ჩვენს მიმართ, კი გარწმუნებთ მალე სარაკეტო დარტყმებში გადაიზრდება, რომ რადიკალური ოპოზიციის აქციებს დასავლეთში ლეგიტიმაცია შესძინონ”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.