ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არა პარლამენტში, ამაზე დროს ვერ დავხარჯავთ, ასეც და ისეც, პარლამენტი ლეგიტიმური იქნება

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „პარლამენტისთვის მაინც და მაინც ღირებული არცერთი მათი [ოპოზიციის] პარტია და წარმომადგენელი არ იქნება.

„თქვენ იცით, რა პარტიებზეა საუბარი და იცით, რა სახეები ჰყავთ პარტიებში. საუბარია, როგორც „ნაცმოძრაობაზე“, ისე მეორე, მესამე და მეოთხე „ნაცმოძრაობაზე“. არც თავისი პარტიული შინაარსით და არც ადამიანური რესურსით, არცერთი მათგანი საპარლამენტო მუშაობისთვის საინტერესო არ არის. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არა. ჩვენ ამით ვერ დავინტერესდებით, ამაზე დროს ვერ დავხარჯავთ. ასეც და ისეც პარლამენტი იქნება ლეგიტიმური.

ერთ მდინარეში მეორედ ვერ შეხვალ, შესაბამისად ისინი ვერ შეძლებენ იგივე პროცესების გამეორებას რაც მათ განახორციელებს 4 წლის წინ და რითაც ისინი ცდილობდნენ რომ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები დაეზიანებინათ. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია“, – აცხადებს კობახიძე.

Back to top button