„ძალიან მალე შედგება ეს შეხვედრა. ასე იყო შეთანხმება და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა გაიმართება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, შედგება თუ არა დაანონსებული შეხვედრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შესაბამისად, ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდება.