მამუკა მდინარაძე: ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული ნაცმოძრაობის „ზონდერები“

„თქვენ გახსოვთ ყველაზე მძიმე უბანი და დაძაბულობას რამდენჯერ იყენებენ ეუთო/ოდირის და სხვა დამკვირვებლები ამ სიტყვას, აირაი, ენდიაი და ა.შ. დაძაბულობის ყველაზე ცხელი კერა იყო ისანი, ესეც გახსოვთ და რა ხდებოდა ისანში, ჩვენ მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული ნაცმოძრაობის „ზონდერები“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული „ზონდერ“ ჯგუფის შემადგენლობაში, ასევე იყო პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის – ლევან ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელიც.

„ახლა გაგვცეს პასუხი ხაბეიშვილმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, გვარამიამ, იმიტომ რომ ეს იყო მათი ერთობლივი ოპერაცია და თავის პრესკონფერენცია, რომ დადგებიან გთხოვთ ყველას, რომ დაუსვათ შეკითხვა, რას აკეთებდნენ ახმეტის მაცხოვრებელი „ზონდერ“ ჯგუფები 30-40 კაციანი შემადგენლობით ისნის საარჩევნო უბანზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გადაღებულ კადრებში დავაიდენტიფიცირეთ არა ერთი ასეთი პირი, მათ შორის, იქ იყო, გუშინვე გავრცელდა ეს ინფორმაცია – ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელი, მათ შორის მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ბარებში მომუშავე დაცვის თანამშრომლები და ახმეტაში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ ურტყამდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, იმ უბნის მაცხოვრებლებს და ამომრჩევლებს რომელ უბანზეც ისინი ამას ახორციელებდნენ. ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ გამცენ პასუხი რას აკეთებდნენ ახმეტაში მცხოვრები მოქალაქეები ისნის საარჩევნო უბანზე და იყო თუ არა ეს დადგმული პროვოკაცია იმისათვის, რომ დღეს ეუთოს წარმომადგენლებსა და სხვა დამკვირვებლებს ამ თემაზე ელაპარაკათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button