პაპუაშვილი: ვხედავთ ადრევე დაწერილი სცენარის ამოქმედების დასაწყისს, ამ არჩევნებზე, მოსახლეობის სრულმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მშვიდობას

„26 ოქტომბერს საქართველოში შედგა საპარლამენტო არჩევნები, სადაც ხმათა 54%-ით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, არჩევნები მაღალ კვალიფიციურ დონეზე, ამერიკული კომპანიის აუდიტით ჩატარდა.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ რადგან ოპოზიციამ სასურველი შედეგი ვერ მიიღო და ახლა ფსევდოდარღვევებზე საუბრობენ, რომლის მტკიცებულება არ აქვთ.

„26 ოქტომბერს საქართველოში შედგა საპარლამენტო არჩევნები, სადაც ხმათა 54%-ით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, ხოლო საარჩევნო აქტივობამ 2 მილიონ ამომრჩეველს გადააჭარბა, ეს 2012 წლის შედეგისა და აქტივობის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამ არჩევნებზე, მოსახლეობის სრულმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მშვიდობას, ქვეყნის სუვერენიტეტის და ევროპულ გზაზე მდგრად განვითარებას. სარეფერენდუმო მნიშვნელობის საარჩევნო პროცესი მსოფლიოში და რეგიონში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა.

ქართველი ხალხის გამოხატული მკაფიო ნების მიუხედავად, სანდო წინასწარი კვლევების მიუხედავად, სადაც ამომრჩევლის განწყობა ნათლად ჩანდა, რიგმა ძალებმა თავიდანვე გადაწყვიტეს მოსახლეობაზე ზემოქმედება, არჩევნებში ჩარევა და სასურველი შედეგის მიღება, რაც კანონიერად არჩეული ხელისუფლების ცვლილებაში უნდა გამოხატულიყო.

ზედმიწევნით მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის პროცესს, ამ დღეებში ვადევნებთ თვალს, რაც გათვლილია საქართველოში საპროტესტო ტალღის, არეულობის სქემის და სასურველი რევოლუციური სცენარის განვითარებას. სწორედ ამიტომ, მმართველმა გუნდმა გამოხატა მკაფიო ნება, რომ პროფესიონალურად დაკომპლექტებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჩაეტარებინა ზედმიწევნით მაღალკვალიფიციური არჩევნები, ხელისუფლებამ გასწია დიდი ძალისხმევა, რათა არჩევნების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების ოპონენტებისთვის არ მიეცა.

ამერიკული ტექნოლოგიებით, ამერიკული აუდიტორიული კომპანიით, 3111 უბანზე 25 000 დამკვირვებლით მონაწილეობით უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნების დასრულდა მკაფიო და ცალსახა შედეგით. ამომრჩევლების ნება ასახულია და გამოვლენილია. ვხედავთ ადრევე დაწერილი სცენარის ამოქმედების დასაწყისს. იწერება საჩივრები, სადაც ლაპარაკია, თითქოსდა, არსებული დარღვევების გამოძიებაზე, რომელსაც თან ურთავენ კრიტიკას შეფასებას მოკლებულ ფოტო თუ ვიდეო მასალას. ფსევდომტკიცებულებების ეს ფაბრიკაცია სურთ გამოიყენონ იმ აღქმის შესაქმნელად, თითქოს, მათ გააჩნიათ რაიმე რეალური საბუთები, ან თითქოსდა გაშიფრეს გაყალბების არსებული სქემები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Back to top button