გია აბაშიძე: თაღლითი ხაზარაძის მინიონები ცესკოსგან მოითხოვენ, „აღიაროს“ ე.წ. გაყალბების სქემა, თორემ რაღაც „შავ ყუთს“ გახსნიან

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებებს ეხმიანება, რომლის თქმითაც,„ძლიერი საქართველო“ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მოითხოვს, გაასაჯაროოს ამომრჩეველთა სია, ასევე, მათ შტაბში თავმოყრილია სისტემური დარღვევის ფაქტები და ყველა ამ მასალის ანალიზზე დაყრდნობით იდენტიფიცირებული აქვთ მიტაცების სქემის „შავით ყუთი“.

ანალიტიკოსის შეფასებით, „თაღლითი ხაზარაძის მინიონები ცესკოსგან მოითხოვენ, „აღიაროს“ ე.წ. გაყალბების სქემა, თორემ რაღაც „შავ ყუთს“ გახსნიან“.

„თაღლითი ხაზარაძის მინიონები ცესკოსგან მოითხოვენ, „აღიაროს“ ე.წ. გაყალბების სქემა, თორემ რაღაც „შავ ყუთს“ გახსნიან. კანტორა „ლელოში“ ე.წ. ერუდიტების სიჭარბეა, არ აქვს მნიშვნელობა ანა ნაცვლიშვილია, საბა ბუაძეა თუ სხვა დასაცინი პერსონაჟი. თანაც კიდევ ერთი თვითგანადგურებული, „რუსული ხორცით“ ნაკვები ანა დოლიძე ირწმუნება, რომ სულ დოქტორები ჰყავთ. დოკუმენტებით, ალბათ, კი, მაგრამ ბრიყვობით, „ზეაკადემიკოსები“ არიან“, – წერს გია აბაშიძე.

 

Back to top button