„საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. სახეზეა უამრავი მტკიცებულება და მოწმეთა ბაზა – პოლონეთის პრეზიდენტის ჩათვლით, რომელმაც ვერც კი დამალა თავისი უკიდურესი გაოცება“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
ქართველიშვილის განცხადებით, უკვე მერამდენედ აყენებენ საქართველოს მიზანმიმართულად უცხოური გავლენის აგენტები უმძიმეს რეპუტაციულ ზიანს, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებისა და სახელმწიფო გადატრიალების მიზნით.
„ჩვენი პროგნოზი და ვარაუდი პროკურატურის დონეზეც თავის აღსრულების ფაზაში შევიდა. სალომე ზურაბიშვილისა და მისი „ქარტია-ფანების“ მიერ ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დემონსტრაციულად ფეხქვეშ გათელვის პრაქტიკა თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. სახეზეა უამრავი მტკიცებულება და მოწმეთა ბაზა – პოლონეთის პრეზიდენტის ჩათვლით, რომელმაც ვერც კი დამალა თავისი უკიდურესი გაოცება: როგორ შეიძლებოდა საკუთარი ქვეყნის არჩევნების “გაყალბების” შესახებ არა თუ გადაუმოწმებელი ფაქტების, არამედ იმის აკვიატებული და ჯიუტი ინფორმაციის გაჟღერება – რომ მას ეს მტკიცებულებები არ სჭირდება. მერამდენედ და მიზანმიმართულად საქართველოს ეს უცხოური გავლენების აგენტები უმძიმეს რეპუტაციულ ზიანს აყენებენ შორსმიმავალი მიზნებით: ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება და სახელმწიფო გადატრიალება გამოიწვიონ. იმედია საქართველოს ამ ეტაპზე ნაცსექტის სამი არსებული პრეზიდენტიდან – უკვე ორს მოუწევს დამსახურებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაზიარება,“ – წერს დავით ქართველიშვილი.