პარალელურ დათვლას, ე.წ პივიტის, რა ფასი აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის, პივიტი მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოქვეყნდეს, თუ ის არის გაყალბებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, „სამართლიანი არჩევნების” პარალელური ხმის დათვლის მონაცემების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის ISFED-ის დამოკიდებულება საკუთარი პარალელური დათვლის მიმართ.
„რაც შეეხება პარალელურ დათვლას, ე.წ პივიტის, რა ფასი აქვს პივიტის, თუ ის გაყალბებული არ არის. პივიტი მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოქვეყნდეს, თუ ის არის გაყალბებული, თუ არის ხელოვნურად აცდენილი ცესკოს შედეგებს. თუ ის ემთხვევა ცესკოს შედეგებს, მაშინ მას არავითარი ფასი არ აქვს და შესაბამისად, არც უნდა გამოქვეყნდეს. ეს არის ამ ენჯეოს დამოკიდებულება საკუთარი პარალელური დათვლის მიმართ, რაც სამწუხაროა”, – განაცხადა პრემიერმა.