ზურაბ ქადაგიძე ზურაბიშვილს: ქალბატონო სალომე, გაამზადეთ დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, როგორ, სად და ვინ მისცა ხმა 7-ჯერ, 10-ჯერ და 17-ჯერ ერთი და იმავე პირადობის მოწმობით?!

„ჯერ ბატონმა ბორელმა გვთხოვა, გამოიძიეთ ყველა შესაძლო დარღვევაო და დღეს უკვე, ამერიკის პრეზიდენტმა განგვიმარტა, გამოძიების აუცილებლობა. ჰო და, ცესკომაც მიმართა პროკურატურას, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პროკურატურის მიერ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიების დაწყებას და გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილის დაბარებას.

ქადაგიძე მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, გამოძიებას მიაწოდოს დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, რაც მის ბრალდებებს დაადასტურებს.

„ჯერ ბატონმა ბორელმა გვთხოვა, გამოიძიეთ ყველა შესაძლო დარღვევაო და დღეს უკვე, ამერიკის პრეზიდენტმა განგვიმარტა, გამოძიების აუცილებლობა. ჰო და, ცესკომაც მიმართა პროკურატურას, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ჰო და აბა, ქალბატონო სალომე, გაამზადეთ დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, როგორ, სად და ვინ მისცა ხმა 7-ჯერ, 10-ჯერ და 17-ჯერ ერთი და იმავე პირადობის მოწმობით?! საკუთარი ხელით, ხომ ჩაწექი ნაგავში და ახლა შეირგე დამსახურებული ულუფა!“ – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Back to top button