„საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განუყოფელი საკითხი და საქართველოსთან მიმართებაში, ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველს მოკლებული“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ყოველწლიური შეფასების ანგარიში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის, ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოების – თურქეთის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის შეფასებას.
ევროკომისია, ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, უკვე მეორედ აფასებს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების ხარისხს. წარმოდგენილი ანგარიშით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განუყოფელი საკითხი და საქართველოსთან მიმართებაში, ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.