ირაკლი კობახიძე ISFED-ის ანგარიშზე: რა არის ის პივიტი, რომელიც რევოლუციამდე არ მიგვიყვანს, ასეთია მიდგომა, მარტო იმ შემთხვევაში აქვს ფასი პივიტის გამოქვეყნებას, თუ არის გაყალბებული

რა არის ის პივიტი, რომელიც რევოლუციამდე არ მიგვიყვანს, ასეთია მიდგომა, მარტო იმ შემთხვევაში აქვს ფასი პივიტის გამოქვეყნებას, თუ არის გაყალბებული და თუ მან შეიძლება, საფუძველი დაუდოს რევოლუციურ პროცესებს, ასე მოხდა წინა შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ISFED-ის საარჩევნო ანგარიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ვეღარ გააყალბეს პივიტის მონაცემები, ამიტომ აღარ სურთ პივიტის გამოქვეყნება.

„მათ არ სურთ, რომ ლეგიტიმურ არჩევნებს არ დაარქვან ის სახელი, რომელიც მას უნდა ერქვას. მანამდე უწერიათ თავში განზოგადებულად ჩაყრა და მრავალჯერადი ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა და ა.შ. იყო ორი შემთხვევა, აქედან პირველივეზე რაც შეეხებოდა „ქართული ოცნების” წარმომადგენელს, მაშინვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, პირი მიეცა მაშინვე პასუხისგებაში, მოხდა პირის დაკავება.

მეორე შემთხვევას რაც შეეხება, პირს, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა, ხელში ეჭირა „ლელოს” ნომრით მონიშნული ბიულეტენები. ორი შემთხვევა იყო სულ. მრავალჯერადი ხმის მიეცემა – 4. თავში უწერიათ განზოგადებულად, რომ საშინელება მოხდა, 4 ასეთი შემთხვევა დააფიქსირეს, როცა ერთმა ადამიანმა ორჯერ სცადა ხმის მიცემა და ესეც აღიკვეთა. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ხმა მისცა, საუბარია, რომ სცადა. მარკირების პროცედურა, მასობრივად ხდებოდა დარღვევა – 16 შემთხვევა დააფიქსირეს სულ 1000 უბანზე. ანუ 700 000 ამომრჩევლიდან 16-ის შემთხვევაში დაავიწყდა კომისიის წევრს მარკირების სითხის დასხმა ან არ მიანათა აპარატი და ა.შ. 16 შემთხვევა იყო და აქ საუბრობენ ტოტალურ პრობლემებზე. ხმის მიცემის ფარულობა, ამაზე იყო მთელი ამბავი ესეც ვთქვით, რომ 25 შემთხვევა.

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა, უბნიდან გაძევება – 11 შემთხვევა. როგორ იქცეოდნენ დამკვირვებლები, ამას საზოგადოება ხედავდა, ტელევიზიით გადაიცემოდა ეს ყველაფერი. 1000 უბნიდან მხოლოდ 11 შემთხვევა იყო დამკვირვებლის გაძევების. აქ დაკონკრეტებული არ არის, რას აკეთებდა დამკვირვებელი, ეკუთვნოდა თუ არა გაძევება, მსგავსი არაფერი არ არის.

ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემის 16 შემთხვევა – 16-ჯერ გადაჰყვა რეგისტრატორს ბიულეტენი 700 000 ამომრჩევლიდან. ყველა აკვირდება ამას. კომისიის წევრი არის 8, ერთი ამდენი არის დამკვირვებელი და 700 000 შემთხვევიდან 16 ხარვეზი დააფიქსირეს. გადასატან ყუთთან დაკავშირებული 14 შემთხვევა, დაკონკრეტებული არ არის რა იგულისხმება. აპარატებზე იყო 8 შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკური პრობლემა. უბნის მოწყობაზე, რაღაც სწორად არ დადგეს ყუთები ხუთი შემთხვევა იყო ასეთი. არასათანადო დოკუმენტის ხმის მიცემის 4 შემთხვევაში, 700 000-დან დაადგინეს 4 შემთხვევა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button