საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
„2024 წლის პირველი სამი კვარტლის შემოსავლები ტურიზმის ინდუსტრიაში რეკორდულ ნიშნულზეა, საერთაშორისო ტურიზმიდან ქვეყანამ3.5 მილიარდი დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მონაცემები 2023 წელთან შედარებით 6.5%-ით გაზრდილია, ხოლო პანდემიამდელპერიოდს, როდესაც შემოსავალი გაზრდილი იყო რეკორდულად, 34 %-ით აჭარბებს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, შემოსავლებისაგრძნობლადგაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან.
„ჩვენ ვაგრძელებთ მარკეტინგულ კამპანიების სამიზნე ბაზრებზე. წელს ჩვენ გვქონდა კამპანიები როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე ევროკავშირში, ისრაელში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში. მომავალ წელს კი აქტიურ კამპანიებს ვიწყებთ ახალ ტურისტულ ბაზრებზე: ინდოეთსა და ჩინეთში, ასევე დიდ ბრიტანეთში. როგორც იცით, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის იწყება პირდაპირი ფრენები და უფრო გაძლიერებული კამპანიები გვექნება“,-აღნიშნა მაია ომიაძემ.