„რადიკალები ყველას თვალწინ თაღლითობენ და საკუთარ ამომრჩეველს თვალებში ნაცარს აყრიან“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ამომრჩევლებიც უნდა დაფიქრდნენ, თუ ვის ენდობიან და ვისთვის სურთ ქვეყნის მართვის უფლების გადაცემა.
„[ოპოზიცია ვითომ „არჩევნების გაყალბებას“ ეძებს და ამ დროს, აქეთ ვამხილეთ ოპოზიცია იმავეში – ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე ოპოზიციური პარტიების სადამკვირვებლო სიაში იყვნენ რეგისტრირებულები, ისე რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ]. ეს მასალა პროკურატურაში წარვადგინეთ. მანამდეც ცხადი იყო, თუ რას წარმოადგენდა რადიკალური ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ [ამით კიდევ უფრო მკაფიო გახდა მათი შინაარსი]. ოპოზიციის ამომრჩევლებიც უნდა დაფიქრდნენ, თუ ვის ენდობიან და ვისთვის სურთ ქვეყნის მართვის უფლების გადაცემა. რადიკალები ყველას თვალწინ თაღლითობენ და საკუთარ ამომრჩეველს თვალებში ნაცარს აყრიან“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.