„ქართული ოცნების“ მთელი საარჩევნო კამპანია აგებული იყო ჩვენი ეროვნული იდენტობის სამი ფუნდამენტალური პრინციპის დაცვაზე, შესაბამისად, არჩევნების შედეგი არის აბსოლუტურად ლოგიკური- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსი იმ ძირითად ფასეულობებს უსვამს ხაზს, რამაც “ქართული ოცნების” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება განაპირობა.
„რამ განაპირობა „ქართული ოცნების“ გამარჯვება ამ არჩევნებში, თან ასეთი დამაჯერებელი შედეგით?! ამის ახსნა არის ჩვენი სოციუმის ის ჯერ კიდევ მძლავრად ფესვგადგმული და შენარჩუნებული ეროვნული კოდი რასაც ეწოდება „ენა, მამული სარწმუნოება.“
მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ მთელი საარჩევნო კამპანია აგებული იყო ჩვენი ამ ეროვნული იდენტობის სამი ფუნდამენტალური პრინციპის დაცვაზე, ოპოზიციის საარჩევნო კამპანია ეყრდნობოდა „საქართველოში იმიტომ კი არ ჩამოვსულვარ“ სალომე ზურაბიშვილის სრულიად იდიოტურ და ყალბ წინასაარჩევნო ლოზუნგს „რუსეთი თუ ევროპა“ წარმოიდგინეთ, „საქართველოში ჩამოსული“ ამას ეუბნებოდა და აკადრებდა ქართველებს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს თუ რამდენად უცხო სხეულია ის საქართველოსთვის. 1,5 თვის შემდეგ ქვეყანა საბოლოოდ მოიკვეთს ამ პოლიტიკურ სიმსივნეს და იმედია შეცდომას აღარ გაიმეორებს.
მიუხედავად იმისა, რომ ფულით და სხვა სატყუარებით მოახერხეს საზოგადოების ერთი მცირე ნაწილის გაბრიყვება (იმედია მხოლოდ გაბრიყვება, რაც განკურნებადია!) მათ ვერ შეძლეს მთელი საზოგადოების ზომბირება. შესაბამისად, არჩევნების შედეგი არის აბსოლუტურად ლოგიკური!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.