2021 წლის დეკემბერში ბიურო შევკრიბეთ, რომ ხელფასები მიგვეცა და მსუყე თანხები ჩაერიცხათ ამ რევოლუციონერ ხალხს, რომლებიც იქამდე ამბობდნენ, რომ ხელფასები არ სჭირდებათ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ბოიკოტზე საუბრისას.
„ახლა ხომ ამბობენ გადაჭრით, რომ პარლამენტში არ შევლენ და ა.შ. გაიხსენეთ 2020 წელი, როგორ გადაჭრით საუბრობდნენ და მერე როგორ მოიქცნენ. ახლაც იგივე მოხდება, როგორც მათი პატრონები დაავალებენ, ისე მოიქცევიან. მაშინ, არც იმის თავმოყვარეობა ეყოთ, რომ ხელფასები მოითხოვეს, რომელიც გაცდენების გამო დაქვითული ჰქონდათ.
2021 წლის დეკემბერში ბიურო შევკრიბეთ იმისთვის, რომ ხელფასები მიგვეცა და მსუყე თანხები ჩაერიცხათ ამ რევოლუციონერ ხალხს, რომლებიც იქამდე ამბობდნენ, რომ ხელფასები არ სჭირდებათ. ამ მხრივ მათ არანაირი თავმოყვარეობა არ გააჩნიათ. როდესაც ხარ სხვის მსახურებაში, მაშინ აქ თავმოყვარეობა უნდა დათმო. ასე აქვთ დათმობილი, რასაც ეტყვიან მათი პატრონები, ზუსტად ისე მოიქცევიან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.