ედიშერ გვენეტაძე: აუცილებელია ორფეხა აგენტოკრატების დასრულება, მათ ფეხქვეშ ქართული მიწა უნდა დაიწვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გადააწვევინებენ მტერს

„ისე ვისაც იმ „საზიზღარ და გაუნათლებელ” საბჭოთა კავშირში განათლება მიგიღიათ კიდევ ერთხელ ჩახედეთ იმ ადამიანთა შრომებს, რომლებიც სიმართლეს წერდნენ კაპიტალიზმის შესახებ. და იცით რას აღმოაჩენთ? აი იმას, რომ კაპიტალიზმი ყოფილა ის მთელი თავისი საშინელებებით ის რაც მათ უწერიათ: ადამიანი ადამიანისათვის მტერი; ერი ერისათვის მტერი; ადამიანს ფულისათვის უპრობლემოდ შეუძლია, თვალის დახამხამების გარეშე გაწიროს მოყვასი; ზნეობის უზნეობად გამოცხადება“, – ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.

„ისე ვისაც იმ „საზიზღარ და გაუნათლებელ” საბჭოთა კავშირში განათლება მიგიღიათ კიდევ ერთხელ ჩახედეთ იმ ადამიანთა შრომებს, რომლებიც სიმართლეს წერდნენ კაპიტალიზმის შესახებ. და იცით რას აღმოაჩენთ? აი იმას, რომ კაპიტალიზმი ყოფილა ის მთელი თავისი საშინელებებით ის რაც მათ უწერიათ: ადამიანი ადამიანისათვის მტერი; ერი ერისათვის მტერი; ადამიანს ფულისათვის უპრობლემოდ შეუძლია, თვალის დახამხამების გარეშე გაწიროს მოყვასი; ზნეობის უზნეობად გამოცხადება. უზნეოდ ცხოვრების უკიდეგანო პროპაგანდა – რომელთა მიზანი ერთია კაპიტალისტებმა ადამიანთა გაღატაკების, გაუბედურებისა და უზნეობის ხარჯზე მიიღონ უსაზღვრო მოგება. რაც მთავარია საკუთარი მოგებისათვის კაპიტალისტები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებენ და ერთმანეთს აჟლეტინებენ ერთი წარმოშობის ხალხებს. ამის ნათელი მაგალითია დღეს მიმდინარე უკრაინა-რუსეთის ომი, რომელსაც რატომღაც კონფლიქტად მოიხსენიებენ.

შედეგი? ორივე მხარეს მილიონობით დახოცილი, დაჭრილ-დასახიჩრებული, ლტოლვილი. ომის გამჩაღებლები კი უაღრესად გამდიდრებულნი. უფრო ადრე კი 1990-იან წლებში იყო ამის მცდელობა საქართველოში, სახელდობრ, დანარჩენი საქართველო დაეპირისპირებინათ სამეგრელოსთან. მათდა სავალალოდ ეს, რომ არ გაუვიდათ შეძლეს ამ მზაკვრობის განხორციელება აფხაზეთში. შედეგი კატასტროფული…. და ამას აკეთებენ საკუთარი მსუყედ დაფინანსებული ადგილობრივი “სუკინ სინების” მეშვეობით. რომლებიც ახლაც ამ წუთებში დაგეშილნი ჰყავთ საქართველოს გასანადგურებლად და მისი მოსახლეობის გასაუბედურებლად. ნახეთ რას კივიან და ბლუკუნებენ სტაჟიანი აგენტები: თინა ხიდაშელი, ეკა კვესიტაძე, მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია… რა უნდა ჩინეთს შავ ზღვაზე და რატომ უნდა აშენდეს ანაკლიის პორტიო. ამას ამ უსამშობლოებს მათი უცხოელი დამკვეთები აძახებინებენ. ამიტომ აუცილებელია ამ ორფეხა აგენტოკრატების დასრულება. მათ ფეხქვეშ ქართული მიწა უნდა დაიწვას. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გადააწვევინებენ მტერსა და დუშმანს“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Back to top button