საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7374 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7329 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9058 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9018 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0796 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 14 ნოემბერს შევა ძალაში.