არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ მანიპულაციის ახალ სიმაღლეებს იპყრობს. თურმე ნუ იტყვი და 3111 საარჩევნო უბნიდან 11 უბანზე გენდერული ბალანსის დარღვევა აღმოჩენილა, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ორგანიზაციაში მშვენივრად იციან, რომ აქტივობის დათვლა გენდერული ნიშნით არ არის კანონის მოთხოვნა, მაგრამ სხვა დარღვევას ვერ პოულობენ.
ფოჩხუა აცხადებს, რომ ჯობს, აღნიშნულმა ორგანიზაციამ, პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გამოაქვყენოს და საბოლოოდ არ გაიფუჭოს რეპუტაცია.
„არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ მანიპულაციის ახალ სიმაღლეებს იპყრობს. თურმე ნუ იტყვი და 3111 საარჩევნო უბნიდან 11 უბანზე გენდერული ბალანსის დარღვევა აღმოჩენილა. მშვენივრად იციან „ისფედში“, რომ აქტივობის დათვლა გენდერული ნიშნით არ არის კანონის მოთხოვნა, მაგრამ სხვას რომ ვერანაირ დარღვევას პოულობენ, ახლა გენდერულ ბალანსს მიადგნენ. „სამართლიან არჩევნებს“ ურჩევნია პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გამოაქვეყნოს, საბოლოოდ ნუ იფუჭებს რეპუტაციას,“ – წერს ფოჩხუა.