„კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და სადისტური ქმედება“ – წილოსანი ცესკოში მომხდარ ინციდენტზე

„კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და სადისტური ქმედება!“ – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი  ნინო წილოსანი ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ განხორციელებულ შეურაცხმყოფელ ქმედებას.

„ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი თვალებში შეასხეს. კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და ადამიანის სისხლს დანატრებული დაჯგუფების ბედნიერი ჟივჟივი სოციალურ ქსელებში. ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს, რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები – აქტივიზმია.

ყველაფერს თავისი სახელი აქვს – ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი“, – წერს ნინო წილოსანი.

Back to top button