„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი, რადიკალური ოპოზიციის მიერ ჭავჭავაძის გამზირის და ვარაზისხევის პარალიზებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება. ის მიმართავს ვაკეში მცხოვრებლებს, რომლებისგანაც ოპოზიციამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, რადიკალებს ვარაზისხევში შემწვარ კარტოფილზე დაეწვიონ.
„ვაკელებო, ჯიგრებო, ხომ მიეცით ხმა ოპოზიციას? ხომ აიღო ყველაზე მეტი ხმა ჩვენს უბანში მაჯლაჯუნების ამ სბროდმა? ჰოდა დაეწვიეთ ახლა შუა ვარაზისხევში შემწვარ კარტოფილზე“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.