„საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს და ხედავს თუ როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერში შემავალი 4 პარტიის ქმედებები, რა განცხადებებით გამოირჩევიან ისინი და არ უნდა გაუკვირდეს, მათ შორის, არც ეს წერილი, სადაც პირდაპირ, ღიად, მოღალატეობრივად საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საკუთარი ქვეყნის იმიჯის გაშავების, რაც ყველაზე უფრო მძიმეა, სუვერენიტეტის გაუქმებით, თითქოს უცხოეთიდან ვინმემ არჩევნები უნდა ჩაგვიტაროს, ვინმემ გამოძიება უნდა მოაწყოს ან ხელისუფლება უნდა დაგვინიშნოს“, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ
მოღალატეობრივ წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას.
გორდულაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი ჯაშუშები არიან, ჯაშუშები, რომლებიც ისტორიაში შევლენ ისე, როგორც შევიდა ისტორიაში – ორჯონიკიძე, შადიმან ბარათაშვილი, ყორღანაშვილი და ისტორია შეაფასებს მათ ნამოქმედარს.
„ეს ყველაფრის საზოგადოებას არ უნდა გაუკვირდეს, იმიტომ რომ, როდესაც ღიად ასეთ რამეებს აკეთებდნენ წარმოიდგინეთ კულისებში როგორ დადიოდნენ კარდაკარ ეს ადამიანები, როგორი ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ყველაფერს, ყველაფერ მავნებლურს ეს ადამიანები ჩვეულებრივი ჯაშუშები არიან, ჯაშუშები, რომლებიც ისტორიაში შევლენ ისე, როგორც შევიდა ისტორიაში – ორჯონიკიძე, შადიმან ბარათაშვილი, ყორღანაშვილი და ისტორია შეაფასებს მათ ნამოქმედარს. მათ ქმედებებს გამოძიებაც კი არ სჭირდება, იმდენად ცხადია, იმდენად მოღალატეობრივია, იმდენად ჯაშუშობრივია, შესაბამისად საზოგადოება ყოველთვის გასცემს მათ სათანადო პასუხს, ისევე როგორც, 26 ოქტომბერს გასცა და არ უნდა უკვირდეთ, წესით, როდესაც ასეთი მოღალატეობრივი სახელების და გვარების მქონეა ადამიანები, როგორიც არის ხაზარაძე, როგორიც არის მაგალითად ბოკუჩავა, გვარამია, თუ ბერდია სიჭინავა – გახარიას ტანდემი, რომლებიც ისევ და ისევ ისტორიაში შევლენ, როგორც ორჯონიკიძეები, როგორც შადიმან ბარათაშვილები, ამ ადამიანებს, რომ არავითარი პოლიტიკური მომავალი არ შეიძლება ჰქონდეთ და არც აქვთ ჩვენს ქვეყანაში გასაკვირი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.