საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძემ აცხადებს, რომ ოპოზიციას გეგმა არ გააჩნია.
„ოპოზიციამ იმხელა ტყუილი აკადრა საზოგადოებას, შეუძლებელია მათ გეგმა ჰქონდეთ. ერთადერთი, ზოგადი წარმოდგენა აქვთ, რომ იქნება რაღაცა პროვოკაცია მოაწყონ, პროვოკაციას გამორჩნენ ამ აქციებიდან, რომ შემდეგ ამ პროვოკაციის შედეგებით კვლავ იმანიპულირონ. მეტი გეგმა მათ არ გააჩნიათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.