ჩვენ არ ვაპირებთ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო და „გამჭვირვალობის კანონის“ დათმობას. განსაკუთრებით ეს შეეხება ლგბტ პროპაგანდას, რადგან ეს არის ისეთი საკითხი, რომლის ხარჯზეც არ შეიძლება ჩვენ ვინმე ევროინტეგრაციაზე უარის თქმით გვევაჭრებოდეს, გვაშინებდეს, გვაშანტაჟებდეს, გამორიცხულია, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„არ შეიძლება, რომ ამ პროპაგანდის გაუქმებაზე გადიოდეს საქართველოს ევროინტეგრაცია, ასე ნუ უხატავთ საზოგადოებას. როდესაც აშშ -ზე საუბრობთ, ტრამპის პრეზიდენტობა გაგვიხარდა ორი მიზეზის გამო: პირველი მიზეზი არის ის, რომ ის ირჩევს მშვიდობას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს და მეორე, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით მე მგონია, რომ ის წნეხი, რაც აქამდე იყო, ყველაზე კონსერვატიული მოლოდინით, ცოტა მაინც შერბილდება რაც ამ კანონის გაუქმება – არ გაუქმებასთან დაკავშირებით იქნებოდა, რადგან ჩვენ ვიცით ტრამპის და მისი გუნდის პოზიცია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.