სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ „საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია”.

მისი თქმით, არჩევნების მასობრივმა გაყალბებამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა.

„საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია:

1. არჩევნების მასობრივმა გაყალბებამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა;

2. მე უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს ჩემს შემცვლელად.

3. ჩემი მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის მოლოდინშია”, – წერს ზურაბიშვილი.

Back to top button