ეკა გიგაური: ხვალ 9 საათზე არის ქართული სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული აქცია. ვთხოვ ყველას, რომ მოვიდეს პარლამენტის უკანა შესასვლელში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქართული სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული აქცია დააანონსა.

მისი თქმით, ხვალ 09:00 საათზე საზოგადოება პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა გამოვიდეს ქუჩაში.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამოვიდეს ქუჩაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას გამოვიდეს დღესაც და ხვალ 9 საათზე არის ქართული სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული აქცია. ხვალ დილის 9 საათზე ვთხოვ ყველას, რომ მოვიდეს პარლამენტის უკანა შესასვლელში“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

Back to top button