შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთი უცხოური დაფინანსებით მოქმედი „ენჯეო“ ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტის მიერ სხდომის არ ჩანიშვნა პარლამენტს შეკრებაში ხელს უშლის

ჩვენ ვხედავთ, რა მძიმეა დეზინფორმაცია, რომელსაც ზოგიერთი უცხოური დაფინანსებით მოქმედი „ენჯეო“ ავრცელებს. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელზეც უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობ და ვაფრთხილებდი დონორებს, რომ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის მიერ სხდომის არ ჩანიშვნა ხელს უშლის პარლამენტს, რომ შეიკრიბოს, რაც არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია მიმართული კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ენჯეოების“ მიერ დეზინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანას და რადიკალიზმის გაღვივებას.

„სამწუხაროა, რომ ევროპული სახელმწიფოები და ევროკავშირისგან დაფინანსებული „ენჯეოები“ დღეს ავრცელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და რადიკალიზმის გაღვივება. ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ ჩამოსული რვა დეპუტატი, რვა სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებმაც ოპოზიციას და მათ მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებს“ პირდაპირ მოუწოდეს მაიდნისკენ. რასაც ვხედავთ, არის „ენჯეოების“ მიერ შესრულებული დავალება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Back to top button