შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს ხვალ ჩანიშნავს

პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს ხვალ ჩანიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის არჩევნები და ინაუგურაცია წელს ჩატარდება.

„არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად, თარიღს ჩავნიშნავთ ხვალ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Back to top button